Accessibility links

logo-print logo-print

სალომე ზურაბიშვილი: "უნდა მოინახოს გამოსავალი"


საქართველოს პრეზიდენტი მოვუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, გააგრძელონ მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, სამართლიანი არჩევნების გზით, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარლამენტმა გამოსავალი უნდა მონახოს.

„მინდა მოვუწოდო ყველას, პარლამენტში - იქ, სადაც საამისო ადგილია, მოინახოს გამოსავალი, რომელიც, ალბათ, ყველას ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ შესაძლებელს გახდის დაძაბულობის განმუხტვას. და, რაც მთავარია, მოვუწოდებ ყველას, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, სამართლიანი არჩევნების გზით, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება. ეს იქნება გამარჯვება, ეს იქნება გიორგობის გამარჯვება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG