Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს


უმრავლების მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები ბიუროს სხდომაზე წარმოადგინა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. გადაწყვეტილების თანახმად:

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოზიციას დაიკავებს გია ვოლსკი. ვიცე-სპიკერის პოზიციას კი - მამუკა მდინარაძე და ის უხელმძღვანელებს უმრავლესობასაც.

ვიცე-სპიკერის პოზიციაზე წარდგენილია გიორგი კახიანი, რომელიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი იქნება კახა კუჭავა.

რაც შეეხება კომიტეტებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უხელმძღვანელებს ირაკლი ბერაია, რომელიც მანამდე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილია დავით სონღულაშვილი. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ კი ნინო წილოსანი. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობიდან თავმჯდომარის თანამდებობაზე დაწინაურდება გენადი მარგველაშვილი. საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გურამ მაჭარაშვილი უხელმძღვანელებს.

ცვლილებები განხორციელდება ბიუროსა და პლენარული სხდომების პროცედურებით.

XS
SM
MD
LG