რუმინეთის პროდასავლელმა პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა მეორე ვადით, დიდი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება არჩევნებში და პირობას დებს, რომ რუმინეთს "თანამედროვე, ევროპულ" სახელმწიფოდ გადააქცევს.
საბოლოო წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ იოჰანისმა ხმების 66 პროცენტზე მეტი მოიპოვა, მაშინ, როცა მის მეტოქეს, მემარცხენე ექსპრემიერ ვიორიკა დენჩილეს, 34 პროცენტზე ნაკლები აქვს.
"პირობას ვდებ, რომ ვიქნები ყველა რუმინელის პრეზიდენტი. ... დღეს გაიმარჯვა თანამედროვე, ევროპულმა, ნორმალურმა რუმინეთმა", - უთხრა მოზეიმე იოჰანისმა მხარდამჭერებს ბუქარესტში, თავისი კამპანიის შტაბბინის წინ და დასძინა: "ამ გამარჯვებას ვიღებ სიხარულით, მადლიერებით, თავმდაბლობით და რუმინეთის რწმენით".
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 24 ნოემბერს ამომრჩევლის აქტივობა 50 პროცენტამდე იყო. სულ ქვეყანაში 18,2 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული.