Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში დემონსტრანტები მთავრობისგან მოითხოვენ კორუფციის "ჯეროვან" გამოძიებას


ბიშკეკის ცენტრში 2000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა და მოითხოვა დაისაჯონ პირები, რომლებსაც ეხება რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის, ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) და ყირგიზული ვებსაიტის, Kloop-ის მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიება, ქვეყნის საბაჟო სისტემაში ფართომასშტაბიანი კორუფციის და ქვეყნიდან დიდძალი ფულის შესაძლო გადინების შესახებ.

25 ნოემბერს გამართული დემონსტრაციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით "მოვითხოვთ კანონის უზენაესობას", "ქურდების ადგილი ციხეშია" და საბაჟო სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილის, რაიმბეკ მატრაიმოვის ფოტოები წარწერით "ციხეში უნდა ჩაჯდეს". დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ მოითხოვდნენ კორუფციის შესახებ ინფორმაციის "ჯეროვან" გამოძიებას.

ამ ცნობების გავრცელებას ბოლო პერიოდში ქვეყანაში საზოგადოებრივი სკანდალი მოჰყვა. ერთობლივი გამოძიებით გამოჩნდა, რომ უიღურმა ბიზნესმენმა ჩინეთის ჩრდილოდასავლეთში მდებარე სინიანის პროვინციიდან, 37 წლის აიერკენ საიმაიტიმ ჟურნალისტებს საიდუმლოდ გადასცა დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა ყირგიზეთიდან ათობით მილიონი დოლარის გადინებას, ჩინეთში დაბადებული უიღურის, ამჟამად ყაზახეთის პასპორტის მფლობელი ხაბიბულა აბდუკადირის მიერ ორგანიზებული ქსელით. საიმაიტი 10 ნოემბერს სტამბოლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ერთობლივ გამოძიებაში ასევე ნაჩვენები იყო 2017 წლის ნოემბერში სოორონბეი ჟეენბეკოვის პრეზიდენტად ინაუგურაციის კადრები, რომლის დროსაც აბდუკადირი სტუმრებს შორის, მეორე რიგში ზის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG