Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის დაშლისას დაკავებულთა ნაწილი ხელწერილით გაათავისუფლეს


ლაშა კიკაბიძე აქციის დაშლის დროს დააკავეს და მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს
ლაშა კიკაბიძე აქციის დაშლის დროს დააკავეს და მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს

პარლამენტთან აქციის დაშლისას დაკავებულთა ნაწილი პოლიციამ ხელწერილით გაათავისუფლა. წინასწარი ინფორმაციით, გათავისუფლებულია 15-ზე მეტი პირი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი.

პოლიციის განყოფილებებიდან ხელწერილით გათავისუფლებულები პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, ლაშა კიკაბიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აქციის დაშლის დროს პოლიციელების ფარებს აწვებოდა: „ოქმში დამიწერეს, რომ ვიგინებოდი უწმაწური სიტყვებით. სხვანაირი გინება გაგიგიათ?! მაგრამ არ ვიგინებოდი, არ მეცალა გინებისთვის“.

ლაშა კიკაბიძის ინფორმაციით, დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში, სრულ ვაკუუმში, უტელეფონოდ იმყოფებოდა პოლიციის დიღმის განყოფილებაში. მისივე თქმით, ოქმზე ხელი არ მოაწერა, თუმცა, საბოლოოდ, ალკოტესტის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს და ახლა სასამართლოს ელოდება.

შსს-ს ინფორმაციით, 26 ნოემბერს, გამთენიისას პარლამენტის პიკეტირების აქციის დაშლისას 28 ადამიანი დააკავეს ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG