Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: "საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან"


„ წინა შემთხვევაში გვქონდა შემთხვევები რომ ნაცმოძრაობის სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები გარკვეული საგნების გამოყენებით ცდილობდნენ პარლამენტის შენობის ბლოკირებას, რაც არის სისხლის სამართლის კოდექსის 222- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ჩვენ არ ვართ მოწოდებული რომ ვიღაცამ ჩაიდინოს დანაშაული და შემდეგ ვსდიოთ დასაჭერად, არამედ მოხდეს ამის პრევენცია. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. - ამბობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აქციის მონაწილეთა წყლის ჭავლით დაშლაზე და მათთვის შეშის ჩამორთმევის თაობაზე.

მდინარაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა და პარტიული ტელევიზიები ცდილობენ დესტაბილიზაციის შექმნას და „აპოკალიფსის დახატვას“.

„სახელმწიფო ვერ დაუშვებს იმას რომ პარლამენტის ფუნქციონირება შეწყდეს. რაც არ უნდა აპოკალიფსი დახატონ პარტიული ტელევიზიების წარმომადგენლებმა, პარლამენტმა უნდა გააგრძელოს მუშაობა. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა შეხედეს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხებისთვის არიან განწირულები და გადაწყვიტეს კონკრეტული მიზეზით გადაიტანონ პროცესები ქუჩაში.„- ამბობს მამუკა მდინარაძე

შსს-ს ინფორმაციით, 26 ნოემბერს, გამთენიისას პარლამენტის პიკეტირების აქციის დაშლისას 28 ადამიანი დააკავეს ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG