Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: შეიძლება პოლიტიკოსად დღესაც ვერ ჩამოვყალიბდი


ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აფასებს საკუთარ უნარებს.

„შეიძლება პოლიტიკოსად დღესაც ვერ ჩამოვყალიბდი მე, მაგრამ ჩვევები მართვის მაქვს, გამოცდილება მაქვს, რაღაც გამიკეთებია, რაღაც წარმატეტები მიმიღია, გუნდი დავარწმუნე, გუნდი შევკარი, პარტია ჩამოვაყალიბე“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის მტკიცებით, ქვეყანას უკუსვლა არცერთი მიმართულებით არ აქვს.

„მე პირადად მაქვს პრეტენზია, რომ ვერც ერთ მიმართულებას ვერ დამისახელებენ, რომ ჩვენ გავაუარესეთ. თუ არ სჯერათ ჩვენი და ჩვენ ჩვენს სტატისტიკას დავდებთ, ნახეთ მსოფლიო ბანკის და ამერიკული ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მონაცემები. ძალიან იოლია ზოგადი... [ლაპარაკი] „გადით ქუჩაში, ნახეთ რამდენი გაჭირვებულია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG