Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ პარლამენტის დათხოვნის ინიცირება გადაწყვიტა


აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ, „ახალმა აზერბაიჯანმა“ პარლამენტის დაშლის ინიცირება გადაწყვიტა. მისი თქმით, „საკანონმდებლო ორგანოს ამჟამინდელი შემადგენლობა არ შეესატყვისება პოლიტიკას, რომელსაც ატარებს“ ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, პარტიის ლიდერი.

პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ 28 ნოემბერს გამართა სხდომა და გადაწყვიტა, პრეზიდენტს სთხოვოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება. როგორც მოელიან, პარტია დღეს პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს ამ გადაწყვტილების მიზეზებს. პარლამენტის დათხოვნის საკითხს 29 ნოემბრის სხდომაზე დააყენებენ. უახლოესი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.

2015 წლის არჩევნებში ალიევის პარტიამ ხმების დიდი უმრავლესობით მოიგო არჩევნები, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადეს ეტაბლირებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა.

XS
SM
MD
LG