რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმში დაკავებულია რუსეთის მოქალაქე ქალი, რომელიც თითქოს საიდუმლო სამხედრო ინფორმაციას აგროვებდა უკრაინის დაზვერვის დავალებით. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება ფსბ-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
დაკავება მოხდა სევასტოპოლში. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. ეჭვმიტანილის ვინაობას არ ასახელებენ.
უკრაინას ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი რუსეთის უწყების განცხადებაზე.
ერთი თვის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა ფსბ აცხადებს უკრაინის დავალებით სამხედრო მონაცემების შეგროვებაში ეჭვმიტანილის დაკავებაზე. ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით საქმე აღძრეს სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურის, რუსლან არტინოვის წინააღმდეგ.
დაწერეთ კომენტარი