Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეშა მიიტანეს და ღობეს ბოქლომი დაადეს


დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა „სამართალდამცავთა ცენტრის" დირექტორთან, ზვიად კუპრავასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს ღობეს ბოქლომი დაადეს. აქციის ორგანიზატორებმა ადგილზე სიმბოლურად მიიტანეს შეშაც. მათი თქმით, შეშა პარლამენტის შენობის წინ იპოვეს და უწყებაში შესაბამისი განცხადების დატოვებას აპირებდნენ.

„ჩვენ გვინდა დავეხმაროთ გამოძიებას, ჩვენი ერთადერთი მიზანი მხოლოდ ეს არის. გვსურდა განცხადებით მიგვემართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და გვსურდა აღნიშნული პერფორმანსით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გვეგრძნობინებინა, რომ ყველაფერი, რასაც ისინი სჩადიან, არის უკანონობა და აზიანებთ თავად მათ“, - აღნიშნა ზვიად კუპრავამ.

მისი თქმით, მოქალაქეებს განცხადების შსს-ში ჩაბარების საშუალება არ მიეცათ.

ჩამოკიდებიდან რამდენიმე წუთში შსს-ს ღობიდან სამინისტროს თანამშრომლებმა ბოქლომიც ჩამოხსნეს.

XS
SM
MD
LG