Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციის ცნობით, ლონდონში მოხდა "ტერორისტული ინციდენტი"


ლონდონში, ერთ-ერთი ცენტრალური ხიდის, „ლონდონის ხიდის“ მახლობლად პოლიციამ მოკლა მამაკაცი, მას შემდეგ, რაც დანით დაჭრასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო გამოიძახეს.

პოლიციის ცნობით, მოკლულია მამაკაცი, რომელიც დანით იყო შეიარაღებული. ასევე მას აღმოაჩნდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.

ინციდენტის დროს დაიჭრა ხუთი ადამიანი. ლონდონის ხიდი პოლიციის კორდონითაა ჩაკეტილი.

ლონდონის ხიდთან შეწყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა.

XS
SM
MD
LG