Accessibility links

site logo site logo

ერაყის ქალაქ ნაჯაფში ირანის საკონსულოს დემონსტრანტებმა ამ კვირაში მეორედ წაუკიდეს ცეცხლი


ერაყის პოლიციის ცნობით, ამ ქვეყნის უპირატესად შიიტურ ქალაქ ნაჯაფში დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ირანის საკონსულოს. ეს უკვე მეორე ასეთი შემთხვევაა ქალაქში.

1 დეკემბრის ხანძრის ფონია დემონსტრაციები ბაღდადსა და ერაყის სამხრეთის შიიტური უმრავლესობით დასახლებულ ქალაქებში, რომელთა მოსახლეობა მოითხოვს სამუშაო ადგილებს და ღრმად ფესვგადგმული კორუფციისთვის ბოლოს მოღებას.

საკონსულოში ხანძრის გაჩენა მოხდა მიუხედავად იმისა, რომ 1 დეკემბერს გამოცხადდა პრემიერ-მინისტრის, ადელ აბდელ მაჰდის მთავრობის გადადგომის შესახებ ორთვიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომელთა დროსაც 400 ადამიანი მოკლეს.

ირანს ბევრი ერაყელი მაჰდის მთავრობის მხარდამჭერად მიიჩნევს. 27 ნოემბერს გაბრაზებულმა ხალხმა ნაჯაფში ცეცხლი წაუკიდეს ირანის საკონსულოს და მოითხოვდნენ ერაყიდან ირანის „გასვლას“. ირანის საკონსულოს თანამშრომლებმა მოახერხეს გაქცევა, სანამ დემონსტრანტები იერიშს მიიტანდნენ შენობაზე. უფრო ადრე, ნოემბერის დასაწყისში, დემონსტრანტებმა იერიში მიიტანეს ირანის საკონსულოზე ქარბალაში, ასევე შიიტების დასახლებულ ქალაქში.

ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ირანის დიპლომატიურ ოფისებზე თავდასხმის მიზანი იყო „ერაყსა და ირანს შორის ისტორიული ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენება“. მაგრამ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაღდადი დაადანაშაულა იმაში, რომ ვერ დაიცვა საკონსულო და მოითხოვა გადაჭრით ზომები აგრესორების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG