Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკასთან მატჩი თანაბარ ბრძოლაში წააგეს


საქართველოს 19-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა თბილისში, „შევარდენის“ სტადიონზე, დღეს სამხრეთაფრიკელ თანატოლთა ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

თამაშის 45-ე წუთზე ბორჯღალოსნები შვიდქულიანი უპირატესობით იგებდნენ (21:14). ლაშა ლომიძემ ორი საჯარიმო შეასრულა ზუსტად, საბა კურატაშვილმა და გიორგი მარგალიტაძემ კი ლელოები გაიტანეს. დარჩენილ დროში ქულები მხოლოდ სტუმრებმა აიღეს და, საბოლოოდ, ანგარიშით 28:21 მოიგეს.

ქართველი და სამხრეთაფრიკელი მორაგბეები ერთმანეთს ამხანაგურად სამ დღეში, 5 დეკემბერს, ისევ დაუპირისპირდებიან „შევარდენის“ სტადიონზე. თამაში, სტუმართა მოთხოვნით, დილის 11:00 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG