Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია თანამდებობას ტოვებს


„ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წარმომადგენელი ნიკოლოზ ლატარია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

ნიკოლოზ ლატარია ფეისბუკზე წერს, რომ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება არ უკავშირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მისი თქმით, გადაწყვეტილების თაობაზე თავის პოლიტიკურ გუნდს რამდენიმე თვის წინ აცნობა, თუმცა წლის ბოლომდე დარჩენა სთხოვეს.

„თხოვნა შევასრულე... უზომოდ მიყვარს ჩემი ქალაქი და ჩემი სამშობლო, ამიტომ სხვა ფორმით გავაგრძელებ ვემსახურო მას“, - წერს ლატარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG