Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში დაგეგმილი აქციის გამო იმერეთის გუბერნატორი მიმართვას ავრცელებს


სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე

ქუთაისში ოპოზიციური პარტიების დღევანდელი აქციის გამო, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა საზოგადოებისადმი მიმართვა.

გუბერნატორი წერს, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.

ამასთან, შალამბერიძე აღნიშნავს, რომ „შეურაცხყოფა და აგრესია, რიგ შემთხვევებში საპასუხო ქმედებას იწვევს“, ამიტომ ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობის პროვოცირებისა და ძალადობისგან: „ყოველგვარი დაპირისპირება, ძალადობა და ძალადობის პროვოცირება ჩვენთვის მიუღებელია. კანონის ფარგლებში მოქმედება ყველა მოქალაქის ვალდებულებაა და ამ ჩარჩოებიდან გასვლას ბუნებრივია მოყვება სამართლებრივი რეაგირება. ჩვენი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და იმედი მაქვს, დაგეგმილი აქცია ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას არ შეაფერხებს“.

პროპორციული არჩევნების მოთხოვნით ოპოზიციური პარტიების მიერ ქუთაისში დანიშნული აქცია-მსვლელობა 14 საათზე უნდა დაიწყოს.

XS
SM
MD
LG