Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტის განცხადება არის კატეგორიულად მიუღებელი


„ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები“- ასე
გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯართან დაკავშირებით
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტის, როგორც ქვეყნის მთავარსარდლის, განცხადება.

„გუშინ გავეცანით ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი და კატეგორიულად მიუღებელი, ასე ვიტყოდი. ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია საქართველოს მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი შინაარსიის განცხადების გაკეთება. მე არ ვიცი, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, ალბათ, საჭიროებს მეტ კონკრეტიკას და ახსნა-განმარტებას მისი განცხადება, მაგრამ ჩემი მხრიდან, როგორც თავდაცვის მინისტრის მხრიდან, მინდა შემდეგი განვაცხადო, რომ ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები და დიდება ჩვენს სამხედროებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, 10 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც იარაღი აქვს რეგიონის დასაპყრობად, საქართველოს იარაღია ცოდნა, განათლება და მეცნიერება.

„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, თავისი არქეოლოგიით, თავისი რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმითი უნდა დაიწყოს, რომ ჩვენ ჩვენი თავის დავიჯეროთ, გვჯეროდეს, რომ გვაქვს მთელი ეს შესაძლებლობები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG