Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალმა „ტაიმმა“ 16 წლის გრეტა თუნბერგი წლის ადამიანად დაასახელა


ავტორიტეტულმა ჟურნალმა „ტაიმმა“ წლის ადამიანად დაასახელა 16 წლის შვედი მოწაფე, გრეტა თუნბერგი, რომელმაც კლიმატის ცვლილებების პრობლემებისადმი პოლიტიკოსების ყურადღების მისაქცევად გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებით გაითქვა სახელი. ტრადიციის თანახმად, თუნბერგის ფოტო ჟურნალის გარეკანზეა გამოქვეყნებული.

რედაქცია აღნიშნავს არა მხოლოდ თუნბერგის წვლილს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ იმასაც, რომ 16 წლის ბუნების დამცველი მაგალითად იქცა მისი თაობის მრავალი წარმომადგენლისათვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

გრეტა თუნბერგმა ფართო აღიარება მოიპოვა შარშან, როგორც სკოლის მოსწავლეთა გაფიცვის ორგანიზატორმა. მისი მიბაძვით შვედეთში, პარასკეობით, სკოლის მოწაფეები, გაკვეთილებზე დასწრების ნაცვლად, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდებით, აქციებს მართავდნენ.

გრეტა ტუნბერგმა თავის აქციას უწოდა „პარასკევი მომავლისთვის“. დღეს ეს მოძრაობა მთელ მსოფლიოში ორ მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG