Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ნადირაშვილი - დროა, ბაშარ-ალ ნადირაშვილად გადავიკეთო სახელი


ირმა ნადირაშვილი
ირმა ნადირაშვილი

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ დროა სახელი ბაშარ-ალ ნადირაშვილად გადაიკეთოს. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დეპუტატი წერს, რომ პარლამენტში მომწამვლელი ნივთიერების დასხმაზე მას ხელი პირადად დაადო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ:

„არჩილ თალაკვაძემ ქიმიური შეტევა მოხდა პარლამენტზეო. მდინარაძემ პირადად მე დამდო ბრალი. მგონია, დროა ბაშარ-ალ ნადირაშვილად გადავიკეთო სახელი“, - წერს ირმა ნადირაშვილი.

"მე მგონი ბატონმა ჩემმა კოლეგებმა საერთოდ გააფრინეს, როცა ასე უაპელაციოდ ხელს იშვერენ ჩემზე. მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ არ ვიღებ პასუხისმგებლობას პარლამენტში გავრცელებულ სუნზე. მე დღეს ვიყავი კომიტეტზეც, სხდომათა დარბაზშიც, მაინტერესებდა ერთი საკითხის დაზუსტება - დამოუკიდებელი დეპუტატები იღებდნენ თუ არა მონაწილეობას მონაწილეობას კენჭისყრაში. როცა შევედი დარბაზის იმ ნაწილში სკამები იყო ცარიელი, ქალბატონ ნატო ჩხეიძესთან შევჩერდი ზუსტად ალბათ 30 წამი, ვკითხე და გამოვედი დარბაზიდან. ძალიან უხერხულია და უპასუხისმგებლოა ასეთი განცხადებების გაკეთება, არც კი მინდა სერიოზულად მივუდგე", - თქვა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა საკუთარი პარტიის ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბრალდებაზე, რომელიც ქართული ოცნების წევრებმა მის მიმართ გააჟღერეს.

ირმა ნადირაშვილი კოლეგებისგან, რომლების მას ბრალდებებს უყენებენ, ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

პარლამენტში ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერების დაღვრაზე პასუხისმგებლობას სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი "ქვეყნის სამსახურში" იღებს.

შსს-მ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დაღვრის ფაქტზე გამოძიება სსკ 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG