Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში წელს მესამედ დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები


ისრაელში წელს მესამედ დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები. ქნესეთის ფრაქციებმა ვერ შეძლეს მმართველი კოალიციის შექმნა, რის შემდეგაც დეპუტატებმა თვითდაშლის გადაწყვეტილება მიიღეს.

წინა არჩევნები 17 სექტემბერს გაიმართა. პარტია „ლიკუდმა“ პარლამენტში 31 ადგილი მოიპოვა, „კაჰოლ ლავანმა“ – 33. მთლიანად ქნესეთში 120 ადგილია. 21 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დაწესებულ ვადებში ვერ ქმნის მთავრობას და ეს უფლება გადაეცა ოპოზიციის ლიდერს, რომელმაც ასევე ვერ შეასრულა ეს ამოცანა.

ისრაელში მაისში ისტორიაში პირველად გაიმართა განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები. მაშინ პრემიერ-მინისტრმა ასევე ვერ შეძლო კოალიციის ჩამოყალიბება. ახალი კენჭისყრა 2020 წლის მარტისთვის დაიგეგმა.

XS
SM
MD
LG