Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია


საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 89 ხმით აირჩია. თადუმაძის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა ერთმა დეპუტატმა მისცა.

2011-2012 წლებში შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი და შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა.

თადუმაძის კანდიდატურის განხილვისას ყველაზე დიდი უკმაყოფილება განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საკითხზე მოჰყვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, გენერალური პროკურორის დიპლომში მითითებულია, რომ მან სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.

XS
SM
MD
LG