Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში "ელჩების კონფერენცია" იწყება


სახელმწიფო ცერემონიების სასახლე
სახელმწიფო ცერემონიების სასახლე

თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს, 17 დეკემბერს გაიხსნება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2019”.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

დიპლომატები განიხილავენ საერთაშორისო პოლიტიკის გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებს, დემოკრატიულ განვითარებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას, დიასპორასთან ურთიერთობას და სტრატეგიულ კომუნიკაციას.

კონფერენციაზე შეაფასებენ წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო- პოლიტიკურ მიღწევებს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას და წარმოადგენენ მომავალი წლის სამოქმედო გეგმას და ახალ ინიციატივებს.

კონფერენციის ფარგლებში ცალკე სამუშაო სესია დაეთმობა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას და საქართველოს პრიორიტეტებს.

დღეს საღამოს, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „ორბელიანის სასახლეში“ უმასპინძლებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

"ელჩების კონფერენცია" 20 დეკემბერს დასრულდება.

XS
SM
MD
LG