Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელჩი დავით ბაქრაძე: აშშ-ში წინააღმდეგობრივი, განსხვავებული გზავნილები ჩადის


საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე
საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე

საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს.

„ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორია არის აღმავალი. ის ხასიათდება ძალიან მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე თანამშრომლობა ტრამპის ადმინისტრაციასთან. ამ ურთიერთობების და ამ მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულებაა ის უპრეცედენტო შედეგები, რომელიც გვქონდა გასული წლის განმავლობაში. ეს გამოიხატება როგორც საქართველოს მხარდამჭერი აქტის, ასევე კონგრესის სხვა გადაწყვეტილებებში. ეს გამოიხატა გაზრდილ ინვესტიციებში, როგორც კერძო კომპანიებიდან, ასევე სახელმწიფოს კორპორაციებიდან“, - უთხრა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ, რომელიც თბილისში იმყოფება და „ელჩების კონფერენციაში“ მონაწილეობს.

ელჩს მედიამ ჰკითხა საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილზე, რომელიც საქართველოში ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებს ეხება.

დავით ბაქრაძის განცხადებით, მეგობრებსა და პარტნიორებს ყოველთვის ყურადღებით უსმენენ და მათთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ: „გასაგებია, რომ წინააღმდეგობრივი, განსხვავებული გზავნილები ჩადის, თუმცა ჩვენი პარტნიორები ყოველთვის იღებენ ობიექტურ ინფორმაციას ჩვენგან. აქედან გამომდინარე, ეს ურთიერთობები, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს“.

XS
SM
MD
LG