Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ადმინისტრაცია სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით კვლავ თავის პოზიციაზე რჩება


მორგან ორტაგუსი
მორგან ორტაგუსი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 17 დეკემბერს გაავრცელა ოფიციალური ცნობა, რომლის თანახმად კონგერსის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება არ აისახება აშშ-ის პრეზიდენტის, დონლად ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკურ კურსზე.

განსაზღვავს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ამ საკითხის თაობაზე
“ადმინისტრაციის პოზიცია უცვლელია. ჩვენს დამოკიდებულებას აპრილის თვეში გაკეთებული შეფასება", - განაცხადა თავის მოკლე კომენტარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა.


გასულ კვირაში აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი პირველი მოსფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიაში მილიონზე მეტი სომხის გაჟლეტვის გენოციდად აღიარებას. მანამდე კანონპროექტს მხარი დაუჭირა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რასაც თურქეთის აღშფოთება მოჰყვა.

24 აპრილს სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში, ოსმალეთის იმპერიაში დატრიალებული ტრაგედია მოხსენიებულია, როგორც "მე-20 საუკუნის ყველაზე საზარელი დანაშაული", მაგრამ არაფერია ნათქვამი "გენოციდზე".


თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა, ეწინააღმდეგება ტერმინ „გენოციდს“. ანკარა თვლის, რომ მსხვერპლი უფრო სამოქალაქო დაპირისპირებას მოჰყვა, ვიდრე ოსმალეთის ხელისუფალთა დაგეგმილ მცდელობას, გაენადგურებინათ სომხები. თურქეთი ამტკიცებს, რომ უფრო ნაკლები სომეხი დაიხოცა, ვიდრე ამას ზოგიერთი წყარო ამტკიცებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG