ლუკა სირაძე - მხარდაჭერა და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნა
15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის გამო აქციებმა მოიცვა თბილისი და საქართველოს სხვა ქალაქები. ხალხი დაღუპულის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს, რადგან სახელმწიფომ ვერ დაიცვა მოზარდი. გამოიკვეთა მოთხოვნა - დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. აქციის მონაწილეები ტოვებენ საპროტესტო წარწერებს ქუჩებში და შენობებზე. 15 წლის ლუკა სირაძე რამდენიმე დღის წინ მეცხრე სართულიდან გადახტა და 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმკვლელობას წინ უძღოდა მოზარდის გამოკითხვა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში, ყოფილი სკოლის კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო. 17 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.
ეპიზოდები
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი