Accessibility links

logo-print logo-print

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეხუთე მიმოხილვა დაასრულა


საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეხუთე მიმოხილვა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოხილვის დასრულებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით 41.4 მილიონი აშშ დოლარი. აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ასევე დაეთანხმა საქართველოს პროგრამის ერთი წლით, 2021 წლის 11 აპრილამდე გაგრძელებას.

საქართველოს ეროვნულ ბანკს მოჰყავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილის, ტაო ჟანგის განცხადება, რომ „საქართველოს ეკონომიკამ ნეგატიური შოკების მიმართ მედეგობა გვაჩვენა მყარი ზრდით და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებით. თუმცა, ეკონომიკის მიმართ არსებული რისკების ბალანსი ცალსახად ნეგატიურია და საშინაო პოლიტიკური და საგარეო ვითარების გაურკვევლობა შეიძლება ინვესტიციებზე აისახოს, რაც შეამცირებს საშუალოვადიან ზრდის პერსპექტივას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG