Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნას რუსეთის ინტერესების სექცია არ ადასტურებს


რადიო თავისუფლებას თბილისში შვეიცარიის საელჩოში მოქმედი რუსეთის ინტერესთა სექციაში ჯერჯერობით არ დაუდასტურეს მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ.

„თბილისში რუსეთის საელჩოსთან არსებული რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა“, - ეს ინფორმაცია „რუსკი მირის“ საინფორმაციო პორტალზეა განთავსებული, იუწყება sova.news- ი

შეკითხვაზე, გატარდა თუ არა რაიმე ღონისძიება ინტერესების სექციაში რუსეთის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, ან არსებობს თუ არა სხვა რაიმე ცენტრი, სექციის თანამშრომლმა განაცხადა: „ამ საკითხზე მე მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს“. მან რადიო თავისუფლებას ინფორმაციის დასაზუსტებლად მოგვიანებით დაკავშირება ურჩია.

ქართული მედია „რუსკი ფონდის“ ვებსაიტზე დაყრდნობით დღეს წერდა, რომ თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრი გაიხსნა. თუმცა, ამ საკითხზე ცენტრთან დაკავშირებით იძებნება მხოლოდ 12 დეკემბრის ინფორმაცია, რომლის თანახმად, „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ თბილისში არ იგეგმება რუსული ენის ახალი ცენტრის გახსნა“.

რაც შეეხება „რუსკი მირი“-ს ინფორმაციას, თბილისში რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, საუბარია საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდე პერიოდზე, ვინაიდან 2008 წლის შემდეგ თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსული ინტერესების სექცია არსებობს.

დასტურად ამისა, რომ საუბარია ძველ ცენტრზე, გამოდგება ისიც, რომ შვეიცარიის საელჩოში მოქმედი რუსეთის ინტერესების სექციასა და რუსეთის საელჩოსთან არსებულ ცენტრს სხვადასხა საკონტაქტო მონაცემები აქვთ.

XS
SM
MD
LG