ქვიარ აქტივისტი გიორგი თაბაგარი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ - საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შეთავაზებით - 2020 წლის მომავლის პერსონად დაასახელა.
თაბაგარი - “თბილისი პრაიდის” დირექტორი და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკავშირის პროგრამის ხელმძღვანელი - მომავლის პერსონათა მოწვევის პროგრამის ფარგლებში, ერთკვირიანი სასწავლო პროგრამით ესტუმრება საფრანგეთს. ის 2020 წლისთვის მთელი მსოფლიოდან მოწვეულ 65 პირს შორის მოხვდა და საფრანგეთში ვიზიტისას საშუალება ექნება ისარგებლოს სპეციალური პროგრამით, რომელიც ეხმიანება მის საქმიანობასა და აქტივობებს.