Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძე: რუსული კულტურის ცენტრის გახსნა არ იგეგმება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. მედიასთან საუბარში მან განაცხადა, რომ მსგავსი ცენტის გახსნა არ იგეგმება.

„ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს შვეიცარიის საელჩოში არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციასთან გაიხსნა რუსეთის კულტურის ცენტრი, არ შეესაბამება სინამდვილეს. არც ერთ სახელმწიფო უწყებას ამგვარ ინიციატივასთან შეხება არ ჰქონია, ამის შესახებ ადრეც განვაცხადეთ. ერთ-ერთ კომერციულ სტრუქტურას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, ჰქონდა საკმაოდ დიდი ინტერესი და საბოლოოდ, მათ დაადასტურეს, რომ ასეთი სახით მათი საქმიანობის გაფართოებას არ აპირებენ. კიდევ ერთხელ დაზუსტებით შემიძლია, გითხრათ, რომ ასეთი ცენტრის გახსნა არ იგეგმება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისში რუსეთის საელჩოსთან არსებული რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის გაიხსნის შესახებ ინფორმაციას „რუსკი მირის“ საინფორმაციო პორტალზე დაყრდობით sova.news- ი ავრცელებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG