Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ქირურგიული ოპერაცია უტარდება


ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას ქირურგიულ ოპერაცია უტარდება, - ამბობს დაჭრილის ძმა, კონსტანტინე გამსახურდია. მისი ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და მძიმე მდგომარეობაშია.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა.

XS
SM
MD
LG