Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილმა ცოტნე გამსახურდია მოინახულა


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, კლინიკაში მოინახულა.

მისი სიტყვებით, „თავდასხმაზე არაფერს ფიქრობს“, მაგრამ შედეგი საშინელებაა.

„არაფერს არ ვფიქრობ თავდასხმაზე. დეტალები არ ვიცი. შედეგი არის საშინელება. მე დღეს დილით ქალბატონ მანანას ვესაუბრე. ამიტომ მოვედი, რომ ვნახო. მისი თხოვნითაც მაინტერესებდა, რომ გაკეთდა თუ არა ყველაფერი. ნამდვილად ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლება. იმის დასტურიც მინდოდა, რომ შემდეგ ყველაფერი გაკეთდება, რაც შემდეგ ეტაპზე იქნება საჭირო. მთავარია, რომ ეს მძიმე პერიოდი გადავლახოთ, როცა პროგნოზი ჯერ მძიმე არის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ხეჩინაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ კვაჭაძის ინფორმაციით ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად არის ძალიან მძიმე და ის შეესაბამება გადატანილი ორი ოპერაციის სირთულეს.

ცოტნე გამსახურდიას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში პირველი ოპერაცია გულ-მკერდის არეში ჩაუტარდა. ტომოგრაფიული გამოკვლევის შემდეგ პაციენტს ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG