Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის პოლიციამ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო


ბელარუსის პოლიცია აცხადებს, რომ ქვეყნის ისტორიაში ჰეროინის "უდიდესი" ოდენობა, 500 კილოგრამზე მეტი ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ოლგა ჩამადანავამ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ ნოემბრის ბოლოს მინსკში დააპატიმრეს "ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნის" ოთხი მოქალაქე, მათ შორის ერთი ქალი, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა 550-მდე კილოგრამი ჰეროინის კონფისკაცია განახორციელეს.

სამინისტრომ ვიდეოჩანაწერიც გაავრცელა, რომელზეც ასახულია ეჭვმიტანილთა დაკავება და მინსკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზავოდკის რეგიონში, ერთ-ერთ შემნახველ ობიექტზე კედელში ჩადებული ბევრი პაკეტი თეთრი ნივთიერებით. სამინისტროს თანახმად, ჰეროინი ავღანეთშია დამზადებული და ის ევროკავშირში გადაჰქონდათ. გადაზიდვის დროს ნარკოტიკული ნივთიერება ავეჯში უნდა დაემალათ.

XS
SM
MD
LG