Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულხან სალაძე მესამე ვადით აირჩიეს საიას თავმჯდომარედ


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თავმჯდომარედ კვლავ სულხან სალაძე აირჩია. ის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მესამე ვადით გახდა.

ორგანიზაციის წესდების თანახმად, ასოციაციის თავმჯდომარეს თავის წევრთაგან ერთი წლის ვადით ირჩევს გამგეობა მორიგი საერთო კრების შემდეგ პირველსავე სხდომაზე. პირი ასოციაციის თავმჯდომარედ არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ სამზე მეტი ვადით.

სულხან სალაძე საიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ორგანიზაციის რიგით მე-12 თავმჯდომარეა.

საიას ისტორიაში სალაძე მეორე თავმჯდომარეა, რომელიც ორგანიზაციას ზედიზედ მესამე ვადით უხელმძღვანელებს.

XS
SM
MD
LG