Accessibility links

logo-print logo-print

დაწესდება დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე


ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე დაწესდება. ახალი ინიციატივის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

ამავე სხდომაზე, მინისტრმა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან განაცხადა, რომ 2020 წლის იანვრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმებისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდებათ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღის დაწესების გარდა, მათ პატივსაცემად ცნობიერების ასამაღლებელი კვირეულიც მოეწყობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG