Accessibility links

site logo site logo

თბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფი უცვლელი დარჩა


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბილისში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფზე იმსჯელა და ის უცვლელად დატოვა. მოქმედი ტარიფი სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

„სხვადასხვა ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით, დღეს ბუნებრივი აირის ტარიფები დავადგინეთ. დედაქალაქში ბუნებრივი აირის ტარიფი, პრაქტიკულად, დარჩა უცვლელი მომდევნო სამი წლის განმავლობაში. თუ ადრე ტარიფები მხოლოდ ერთი წლით დგინდებოდა, დღეს პირველად დავადგინეთ სამი წლით. ასე რომ, დედაქალაქის მოსახლეობას შეუძლია, მომდევნო სამი წლის განმავლობაში იყოს მშვიდად, რადგან მომდევნო სამი წელი ტარიფების ზრდა არ მოხდება“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

მისი ინფორმაციით, მოსაწოდებელი გაზის ფასის შესახებ აზერბაიჯანსა და საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკება ამჟამადაც მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის: „ამან მოგვცა ჩვენ საშუალება, ნავთობის და გაზის კორპორაციასთან ერთად დაგვედგინა თვითონ კომპანიებისთვის მისაწოდებელი გაზის ფასები. გარკვეული რისკები და ხარჯები კორპორაციამ თავის თავზე აიღო“.

თბილისში ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ფასი 46.153 თეთრია. დედაქალაქს გაზით მომარაგების მომსახურებას უწევს კომპანია „თბილისი ენერჯი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG