Accessibility links

logo-print logo-print

იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა წარსადგენად ემზადება


საქართველოს იუსტიციის საბჭო უბრუნდება პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევას.

15 საათზე დანიშნულია საბჭოს სხდომა, რომლის დღის წესრიგის პირველი საკითხია: „კენჭისყრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების გამოცხადებული ვაკანსიის რაოდენობამდე დაყვანის თაობაზე.“

დღის წესრიგის რიგით მეორე საკითხია: „კენჭისყრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის თაობაზე“.

სექტემბერში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა 20 კანდიდატი იმ 50-დან, რომლებმაც საბჭოში გასაუბრება გაიარეს.

პარლამენტში კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, კანდიდატურა მოხსნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ. 12 დეკემბერს, პარლამენტმა კენჭი უყარა 19 კანდიდატს და მათგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ აირჩია 14.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 6 ვაკანსიაზე პარლამენტისთვის წარსადგენად კანდიდატებს შეარჩევს მათგან, ვისაც საბჭოში გასაუბრება უკვე გავლილი აქვს. ამ კანდიდატებს ჯერ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმენენ, შემდეგ კი, კენჭს უყრიან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. თუ კანდიდატები პარლამენტისგან მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, იუსტიციის საბჭო კონკურსს ხელახლა გამოაცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG