Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო იუწყება იდლიბიდან ორასი ათასზე მეტი ადამიანის გამოქცევას


დევნილთა ნაკადი პროვინცია იდლიბიდან
დევნილთა ნაკადი პროვინცია იდლიბიდან

სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პროვინცია იდლიბში ბოლო ორი კვირის განმავლობაში 235 ათასმა ადმიანმა მიატოვა საკუთარი სახლ-კარი რუსეთის ავიაციის დახმარებით სირიის სამთავრობო ჯარების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი იერიშების შედეგად. შესაბამისი მონაცემები პარასკევს გაერომ გამოაქვეყნა.

შუა დეკემბრიდან ბაშარ ასადის არმიამ განაახლა იერიში პროვინცია იდლიბში, მდინარე ევფრატის დასავლეთით მდებარე რაიონში, რომელსაც სირიის შეიარაღებული ოპოზიცია აკონტროლებს.

ჰუმანიტარული ორგანიზაციების ცნობებით, ბოლო დღეების განმავლობაში ავიადრატყმების შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

სირიის არმია ცდილობს ხელთ იგდოს სტრატეგიული ქალაქი მაარატ-ალ-ნუმანი, რომელსაც ბაშარ ალ ასადის არმია ხუთი კილომეტრის მანიძლზე მიუახლოვდა.

იდლიბის პროვინციაში სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

წინა დღით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა მოუწოდა სირიას და მის მოკავშირეებს, რუსეთსა და ირანს, შეწყვიტონ შეტევა.

XS
SM
MD
LG