Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა თალიბების თავდასხმის შედეგად ჰელმანდის პროვინციაში


პატრული ბაგრამის ბაზაზე მომხდარ თავდასხმას იგერიებს
პატრული ბაგრამის ბაზაზე მომხდარ თავდასხმას იგერიებს

10 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა 28 დეკემბერს, ავღანეთის სამხრეთ ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად.

მოიერიშეებმა ჯერ სამხედრო ბაზის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ააფეთქეს, შემდეგ კი შეიარაღებული ექსტრემისტები სროლით შეიჭრნენ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. ჰელმანდის პროვინციის პრესმდივნის, ომარ ზავაკის ცნობით, შეიარაღებული შეტაკება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბრძოლისას დაიღუპა 10 და დაიჭრა 4 ჯარისკაცი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ყარი იუსოუფიმ ასევე განაცხადა, რომ თალიბებმა ხელთ იგდეს შეიარაღება და საბრძოლო მასალა.

თალიბებმა ბოლო დღეებში მთელი ავღანეთის მასშტაბით გააძლიერეს სამხედრო ბაზებზე თავდასხმა.

გასულ კვირაში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 6 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა ბალხის პროვინციაში. ორშაბათს კი ყუნდუზის პროვინციაში გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებით ექსტრემისტებმა ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს.

ასევე დაჯგუფება თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა თვითმკვლელი ტერორისტების მიერ დანაღმული ავტომანქანებით 11 დეკემბერს განხორციელებულ თავდასხმაზე აშშ-ის ბაგრამის სამხედრო ბაზაზე, რასაც სულ მცირე ორი ავღანელი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა.

საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს მსუბუქად დაიჭრა ბაგრამის ბაზაზე სამშვიდობო მისიით მყოფი ქართული ქვედანაყოფის ხუთი ქართველი ჯარისკაცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG