Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი: აშშ-ის სანქციებმა ისლამურ რესპუბლიკა 200 მილიარდი დოლარით დააზარალა


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ბოლო ორ წელიწადში დაწესებული სანქციები მის ქვეყანას ძვირად დაუჯდა უცხოეთიდან მოგებისა და ინვესტიციების დანაკარგის გამო. „ირანი მიიღებდა 200 მილიარდი დოლარის ოდენობის ჭარბ შემოსავალს... ქვეყანა ეკონომიკურ ომში რომ არ ყოფილიყო ჩართული“, - თქვა როჰანიმ ახალი სარკინიგზო პროექტის გახსნისას 31 დეკემბერს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის დადებული ბირთვული შეთანხმების დატოვების შემდეგ ირანს ვაშინგტონმა დაუწესა სანქციები, რის გამოც თეირანმა მთავარი შემოსავლის, ნავთობის ექსპორტის 90 პროცენტი დაკარგა, ირანის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, ინფლაციამ 40 პროცენტს მიაღწია.


როჰანიმ უპასუხა მკაცრი ხაზის მომხრე კონსერვატორებს, ვინც მის მიმართ კრიტიკულია და აცხადებს, რომ ირანი სანქციებმა ვერ დააზარალა. როჰანის თქმით, „თუ სასმელ-საჭმელი არ გაქვს, მაინც ხიფათში ხარ, რაც უნდა ძლიერი იყო“.

როჰანის განცხადებები მოჰყვა რამდენიმე კვირის წინანდელ საპროტესტო გამოსვლებს ეკონომიკური სირთულეების, უთანასწორობის, საფინანსო კორუფციის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ, მას მერე, რაც საწვავის ფასი გაორმაგდა ისლამურ რესპუბლიკაში.

XS
SM
MD
LG