Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში ქურდობისთვის დააკავეს საქართველოს ოთხი მოქალაქე


იტალიის სამართალდამცველებმა ქურდობისთვის დააკავეს საქართველოს ოთხი მოქალაქე. ამის შესახებ იტალიის მედია იუწყება. ინფორმაციის თანახმად, ოთხივე დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.

საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ფაზანოს ერთ-ერთი სუპერმარკეტის მახლობლად დააკავეს. მათი ავტომანქანის ჩხრეკისას პოლიციამ იპოვა ორი სუპერმარკეტიდან მოპარული საქონელი, რომლის საერთო ღირებულება 450 ევროს შეადგენდა.

იტალიის მედიის ცნობით, ოთხივე პირი გათავისუფლებულია. მათ ქვეყნის დასატოვებლად შვიდდღიანი ვადა მიეცათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG