Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეილა მუსტაფაევა: დაკავებულია დაშგინ აღარარლი


აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ პოლონეთში, გდანსკის აეროპორტში ინტერპოლმა დააკავა აზერბაიჯანელი პოლიტიკური აქტივისტი დაშგინ აღარარლი, რომელსაც შვედეთში ჰქონდა თავშესაფარი მიღებული.

„მას აზერბაიჯანში დეპორტაცია ელის, საჭიროა ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების სასწრაფო ჩარევა“, - წერს ლეილა მუსტაფაევა.

დაშგინ აღარარლი უცხოეთში გადახვეწამდე ერთხანს თბილისში ცხოვრობდა. 2017 წელს მან პრესკონფერენციაც მოაწყო, სადაც აცხადებდა, რომ უთვალთვალებდნენ და დევნიდნენ.

დაშგინ აღარარლის განცხადებით, ის წლების განმავლობაში აკრიტიკებდა ალიევის პოლიტიკას, რის გამოც იდევნებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ. 2014 წელს აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი, როგორც ინტერპოლით ძებნილი, თურქეთიდან საქართველოში შემოსვლისას დააკავეს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დახმარებით, მაშინ ის საპატიმროდან გირაოთი გამოუშვეს. იმავე წელს აღარარლიმ თავისთვის და თავისი ვაჟისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება ითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG