Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილს გორში, ნაძვის ხის ზეიმზე ოპოზიცია პროტესტით დახვდა


„ძალადობა კლავს დემოკრატიას“, „აფხაზეთი, სამაჩაბლო საქართველოა“, - გორში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, წელს ნაძვის ხის ზეიმი გორში ტარდება.

პრეზიდენტის მისვლის შემდეგ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები პრეზიდენტთან ახლოს არ მიუშვეს და მათ ცოცხალი კორდონით აკავებენ. აქციაში მონაწილეობენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“.

აქციის პარალელურად კონცერტი მიმდინარეობს, რომელშიც გორის ფოლკლორული ანსამბლი, გორის ქალთა კაპელა და გორის გოგონათა გუნდი მონაწილეობენ.

პრეზიდენტი გეგმავს, საქართველოს დამდეგი შობა გორიდან მიულოცოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG