Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე: მიეც საპყრობილეთა შინა მყოფთ თავისუფლების სიხარული


პატრიარქ ილია მეორის 2020 წლის საშობაო ეპისტოლე მრევლს ტრადიციულად არქიდიაკონმა დემეტრემ გააცნო.

„ჩვენც, მონანი და მხევალნი შენნი, მოგმართავთ ცისა და ქვეყნის დედოფალს: კვლავაც შეეწიე უძლურებათა ჩვენთა, შეგვავედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა ყოველნი მკვიდრნი იბერიისანი, შეცდომილნი ძენი და ასულნი ჩვენნი, გზასა ჭეშმარიტებისასა შეუდგნენ; ბოროტმზრახველთა, მოშურნეთა და მაჭირვებელთა გულნი ლმობიერ-ჰყავ და დაამშვიდე; ​დამნაშავეთ სინანული მიეც; საპყრობილეთა შინა მყოფთ, - თავისუფლების სიხარული; უსამართლოთ, - სამართალი; მშიერთ, - პური; შიშველთ, - სამოსელი; უპავართ, - სარჩო-საბადებელი; კეთილად მუშაკთ, - ღირსი სასყიდელი“, - ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.

მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი, მათ შორის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობას 7 იანვარს აღნიშნავს.

XS
SM
MD
LG