Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალტუბოში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა


წყალტუბოში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ყოფილ სანატორიუმში „მეგობრობა“ 8 იანვარს გამთენიისას გაჩენილ ხანძარს ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის მაშველების მისვლის დროისთვის 65 წლამდე ასაკის ქალები უკვე გარდაცვლილები იყვნენ.

ხანძარი სავარაუდოდ შენობის მეორე სართულზე ერთ- ერთ ოთახში გაჩნდა.ყოფილ სანატორიუმში ამ დრომდე ცხოვრობენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, მაშველებმა შენობიდან 35 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ -ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელ მოპყრობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

XS
SM
MD
LG