Accessibility links

logo-print logo-print

ბაკურიანში საბაგიროზე საბჭოთა რუბლის გამოყენების ფაქტზე კომისიამ პროცედურები დაიწყო


„გადაიხდი ლარს და იყიდი რუბლს თავისი ნამგალითა და უროთი“, - დაწერა „ფეისბუკზე“ ბაკურიანში მყოფმა დამსვენებელმა, ანა მარშანიამ. მისი ინფორმაციით, საბჭოთა რუბლი ე.წ. 25-იანების საბაგიროთი სარგებლობისას გამოიყენება.

აღნიშნული ფაქტის შესახებ სუს-ის პრესსამსახურიდან რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედმა კომისიამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები. კომისია საქართველოს კანონის („თავისუფლების ქარტია“) საფუძველზე მოქმედებს.

„თავისუფლების ქარტიის“ მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG