Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვაკვირდებით, რა ხდება რეგიონში


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების პირველივე დღეებიდან დღემდე საქართველოს მთავრობა სრულ სინქრონში და ახლო კავშირშია საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას.

თქმა უნდა, საბედნიეროდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არა აქვს. რამეთუ ფართოდ რეგიონისთვის ყველა სახის დაძაბულობა არის უაღრესად დიდი პრობლემა, როგორც უსაფრთხოების ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

სწორედ ამიტომ ჩვენ უახლოეს კავშირზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დღესაც, დღემდე ყურადღებით თვალყურს ვადევნებთ რა ხდება ფართოდ რეგიონში“, -განაცხადა გიორგი გახარიამ 9 იანვარს მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახმად, ქვეყნის მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება და საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდრო კავშირში არიან პარტნიორებთან და ერთობლივად მუშაობენ, რათა სრულად იყოს გაანალიზებული ის საფრთხეები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას საქართველოსთვის, რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რათა მისი წარმომადგენლობების, საკონსულოების, საელჩოების საშუალებით სრული დახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც შესაძლოა იმყოფებოდნენ დაძაბულობის ზონაში.

XS
SM
MD
LG