Accessibility links

logo-print logo-print

რაულ ხაჯიმბა: სოხუმში ვარ. არსად დამალვას არ ვაპირებ


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ უფლებამოსილების შესრულებას განაგრძობს და არსად დამალვას არ აპირებს.

„მე სოხუმში ვარ, სამუშაო ადგილას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების შენობაში.“ მისი განცხადებით, ამჟამად ტარდება ღონისძიებები „მიმდინარე მოვლენების ლოკალიზაციისთვის“.

ხაჯიმბას ამ განცხადებამდე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლმა „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ სოხუმში ოპოზიციის პროტესტს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა სიტუაცია კონსტიტუციურ ფარგლებში დარჩეს.

დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალები მიმდინარე მოვლენებში არ ერევიან.

ხაჯიმბას ადმინისტრაციის ინფორმაციით, მან შექმნილი ვითარების გამო დე ფაქტო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

სოხუმში აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG