Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი სოხუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს.

„ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მიმდინარე მოვლენებს და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედსა და მათი უფლებების დაცვას", - წერს ზურაბიშვილი.

სოხუმში, სადაც ე.წ. უზენაეს სასამართლოს უნდა განეხილა „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას საკასაციო სარჩელი შარშანდელი „არჩევნების“ შედეგების გაბათილების შესახებ, 9 იანვარს, დღისით დაიწყო ოპოზიციის საპროტესტო აქცია. მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა.

XS
SM
MD
LG