Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დააკავეს საქართველოში დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი „კამო მოსკოვსკი“


უკრაინის ნაციონალური პოლიციის მიერ გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა 5 დეკემბერს დააკავეს რუსეთის მოქალაქე, საქართველოში დაბადებული „კანონიერი ქურდი“, რომელიც ოპერატიული ინფორმაციით უკრაინაში ჩადიოდა დანაშაულებრივ ჯგუფებზე კონტროლის დასამყარებლად.

57 წლის „კამო მოსკოვსკი“, რომლის ნამდვილი სახელია კამო ეგიაზაროვი, „კანონიერ ქურდად“ აკურთხეს თბილისში, 1983 წელს. მას 30 წელზე მეტი აქვს ციხეში გატარებული. უკრაინის პოლიციის ცნობით, მას შემდეგ, რაც გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს რუსეთის ციხიდან, „კამო მოსკოვსკი“ თავისი სტატუსის გამო პატიმრობის თავიდან აცილების მიზნით ჩავიდა უკრაინაში და უკანონოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი.

უკრაინელმა სამართლდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაადგინეს საშიში დამნაშავის ადგილსამყოფელი და იგი 5 დეკემბერს დააკავეს.

„კამო მოსკოვსკი“ ექვსი თვის ვადით მოთავსებულია მოქალაქეობის არმქონე უცხოეთის მოქალაქეების დროებითი მოთავსების პუნქტში. განიხილება მისი იძულებითი გაძევების და ხუთი წლის ვადით უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის საკითხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG