Accessibility links

რამზან კადიროვმა "დროებითი არაშრომისუნარინობის" შესახებ განაცხადა


ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა კადიროვის 13 იანვრით დათარიღებული განკარგულება, რომელშიც ის აცხადებს თავისი „დროებითი არაშრომისუნარიანობის“ შესახებ და უფლებამოსილებებს აბარებს მთავრობის ხელმძღვანელს, მუსლიმ ხუჩიევს.

რამზან კადიროვის განცხადება.
რამზან კადიროვის განცხადება.

შარშან კადიროვმა, სულ მცირე, ორჯერ გადასცა უფლებამოსილებები ხუჩიევს და ეს დროებითი არაშრომიუნარიანობით გაამართლა. ჯერჯერობით არ არის ნათელი, რას ნიშნავს ეს ფორმულირება - დასასვენებლად გამგზავრებას თუ ავადმყოფობას.

რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქცია დაუკავშირდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის თანაშემწეს, ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია „გროზნის“ დირექტორს, ახმედ დუდაევს, და ჰკითხა მას, სად შეიძლება იმყოფებოდეს ამჟამად მისი უფროსი. მაგრამ დუდაევმა მოუცლელობა მოიმიზეზა და კომენტარზე უარი თქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG