Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა


მიხაილ მიშუსტინი
მიხაილ მიშუსტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დუმას პრემიერ-მინისტრად შესთავაზა ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსი მიხაილ მიშუსტინი. პუტინის ამ გადაწყვეტილებამდე ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ გამოაცხადა.

53 წლის მიხაილ მიშუსტინი 1998 წლიდან მუშაობს რუსეთის ფედერალურ მთავრობაში. 2010 წელს დაინიშნა ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსად.

ოთხშაბათს პუტინი თავის ყოველწლიურ მიმართვაში მთელი რიგი საკონსტიტუციო ცვლილებების წინადადებით გამოვიდა.

ამ გამოსვლის შემდეგ პუტინმა მედვედევს შესთავაზა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტი. ამ თანამდებობაზე ის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებისთვის იქნება პასუხისმგებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG